Thumbnail
  • გერმანიის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
  • იოახიმ ლიოვის 22-კაციან სიაში ტერ შტეგენი და ტონი კროოსი ვერ მოხვდნენ

გერმანიის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მომავალი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. იოახიმ ლიოვის გუნდი 8 ივნისს სტუმრად ბელარუსს დაუპირისპირდება, 11 ივნისს კი შინ ესტონეთს მიიღებს. 

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ამ მატჩებისთვის 22-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა, რომელშიც ტრავმების გამო, ბარსელონას მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და რეალის ნახევარმცველი, ტონი კროოსი ვერ მოხვდნენ. 27 წლის გერმანელ გოლკიპერს მარჯვენა მუხლი აწუხებდა, რის გამოც მაისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, კატალონიელთა ვარჯიშშიც ვერ მონაწილეობდა. კუნთი აწუხებს ტონი კროოსს.   

ჯანმრთელობის პრობლემები აქვს გერმანიის ნაკრების მთავარ მეკარესა და კაპიტანს, მანუელ ნოიერსაც. სამწვრთნელო შტაბი გოლკიპერს რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ბაიერნის მეკარემ ტრავმა ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში მიიღო

გერმანიის ნაკრები

მეკარეები: ბერნდ ლენო (არსენალი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კევინ ტრაპი (აინტრახტი);

მცველები: მატიას გინტერი (გლადბახი), მარცელ ჰალსტენბერგი, ლუკას კლოსტერმანი (ორივე ლაიპციგი), ნიკო შულცი (დორტმუნდი), ნიკლას შტარკი (ჰერტა), ნიკლას ზულე (ბაიერნი), ჯონათან თა (ლევერკუზენი).

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: იულიან ბრანდტი, კაი ჰავერცი (ლევერკუზენი), იულიან დრაკსლერი (პსჟ), სერჟ გნაბრი, ლეონ გორეტცკა, ჯოშუა კიმიხი (ყველა ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი, ლერო სანე (ორივე მანჩესტერ სიტი), მარკო როისი (დორტმუნდი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის C შესარჩევ ჯგუფში მეტოქეებად ჰოლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბელარუსი და ესტონეთი ჰყავს, ლიოვის გუნდს ჯგუფში ჯერ მხოლოდ ერთი თამაში აქვს ჩატარებული (სტუმრად ჰოლანდიას მოუგო - 3:2). 

კომენტარები

ბოლო ამბები