Thumbnail

დაუჯერებელი ამბავი! სტუდენტური გუნდი ევროპალიგაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კარდიფ მეტროპოლიტანმა ევროპალიგის საგზური პირველად მოიპოვა
  • კლუბი სტუდენტებით არის დაკომპლექტებული

უელსში მომხდარი ამბავი ფილმის სცენარს ჰგავს და ალბათ, ამ ამბავზე ფილმს აუცილებლად გადაიღებენ. კარდიფ მეტროპოლიტან უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი 2000 წელს დაარსდა. გუნდში სტუდენტები თამაშობენ და წელს დიდი სენსაცია დააფიქსირეს. გუნდმა ლიგის თასის მოგება მოახერხა და ჩემპიონატიდან ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

კარდიფ მეტროპოლიტანმა სეზონის პირველი ნაწილი უელსის 12-გუნდიანი ჩემპიონატის ქვედა ექვსეულში დაასრულა, რის შემდეგაც იმ ექვსეულში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპალიგისთვის ბრძოლა გააგრძელა. მათ ნახევარფინალში კაერნარფონ თაუნს 3:2 მოუგეს და ფინალში ბალა თაუნს თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლიეს, რითიც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური გაინაღდეს.

გუნდი კარდიფ მეტროპოლიტანის უნივერსიტეტის სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. ისინი მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები არიან. ზოგს კი ეს უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული აქვს. კლუბი 193 ათასს ევროს მიიღებს. კლუბის ინგლისელმა მეკარე, უილ ფულერმა განაცხადა, რომ მთავარი ფული არაა და თავგდასავალს არაფერი შეედრება.

კომენტარები

ბოლო ამბები