Thumbnail

გარიგებული მატჩების საქმე | სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

  • სასამართლომ დაკავებული ფეხბურთელების საქმეზე იმსჯელა
  • 4 ფეხბურთელს პატიმრობა შეეფარდა, 7-ს კი 10 000-ლარიანი გირაო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული 11 ფეხბურთელიდან პროკურატურის მოთხოვნით 4-ს პატიმრობა შეეფარდა: ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს. 7 ფეხბურთელი 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდება: ირაკლი ბაჯელიძე, რობერტ იმერლიშვილი, ჯონი შეროზია, გიორგი გეთიაშვილი, პაატა ღუდუშაური, ნიკოლოზ მაისურაძე და ნოდარ კიკნაველიძე. 

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედებდა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც უკავშირდებოდა სხვადასხვა ფეხბურთელებს და წინასწარ ათანხმებდა მატჩების შედეგებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფმა და ფეხბურთელებმა ამ გზით ჯამში 93 500 ლარი მიიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

📋 მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები