Thumbnail

ძიუდო | საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების 8 მედალი პოლონეთში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტურნირის გამარჯვებული -90 კგ. წონით კატეგორიაში გიზო გუგუნაშვილი გახდა
  • საქართველოს ნაკრების აქტივში  1 ოქროს, 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალია

საქართველოს ძიუდოს ჭაბუკთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიელაში ევროპის თასზე 8 მედალი მოიპოვა. ქართული გუნდის აქტივში 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალია.

ტურნირის გამარჯვებული -90 კგ. წონით კატეგორიაში გიზო გუგუნაშვილი გახდა. ვერცხლის მედალი გიგა ტატიაშვილმა (+90 კგ.) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ: ნიკა ბაჩიაშვილი (-50 კგ.), კაკო ჩაფურიშვილი (-50 კგ.), კოტე კაპანაძე (-60 კგ.), გიორგი ტერაშვილი (-66 კგ.), ალექსანდრე ლოლაძე (-73 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილი (+90 კგ.).

გიზო გუგუნაშვილის გამარჯვება ფინალში

Gugunashvili(GEO)-Priilinn(EST)

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიელაში ევროპის თასზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული -90კგ წონით კატეგორიაში გიზო გუგუნაშვილი გახდა. ვერცხლის მედალი გიგა ტატიაშვილმა (+90კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ: ნიკა ბაჩიაშვილი (-50კგ), კაკო ჩაფურიშვილი (-50კგ), კოტე კაპანაძე (-60კგ), გიორგი ტერაშვილი (-66კგ), ალექსანდრე ლოლაძე (-73კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+90კგ). გიზო გუგუნაშვილის გამარჯვება ფინალში

Posted by Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on კვირა, 19 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები