- გვარდიოლა 4 წლით იუვეში?
- 'ესპანელი ალეგრის შეცვლის' - წერს იტალიური პრესა...
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტს წყვეტს და სამუშაოდ ტურინის იუვენტუსში მიდის.
ამის შესახებ იტალიური პრესა წერს. გვარდიოლას სიტიმ - პრემიერლიგის ზედიზედ 2 გზის ჩემპიონინმა გუნდმა, წელს შიდა სარბიელზე საოცარი სეზონი ჩაატარა, რაც საბოლოოდ საშინაო 'ტრებლის' მოგებით დასრულდა.
რადიო სპორტივას ჟურნალისტმა ფედერიკო გენარელიმ ხუთშაბათს დატვიტა, რომ იუვენტუსთან შეთანხმება მიღწეულია "4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი..." - წერდა გენარელი.
გუნდიდან მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემდეგ, იუვეს რამდენიმე გვარი დაუკავშირეს - ანტონიო კონტე, მაურიციო სარი, კარლო ანჩელოტი და უმუშევარი ჟოზე მოურინიო.
გასულ კვირას ამის შესახებ გვარდიოლას ჰკითხეს, თუმცა მაშინ ესპანელმა განაცხადა, რომ არსად მიდიოდა "არც იუვენტუსში მივდივარ და არც ზოგადად იტალიაში. სიტიში კიდევ 2 სეზონი დამრჩა..." - ამბობდა გვარდიოლა.
კომენტარები