Thumbnail

4 ფეხბურთელს პატიმრობა და 7-ს გირაო - რას ითხოვს პროკურატურა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დაკავებული ფეხბურთელების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
  • სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედებდა ორგანიზებული ჯგუფი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული 11 ფეხბურთელიდან პროკურატურა 4-ის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ხოლო 7 სავარაუდოდ 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდება. ფეხბურთელების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედებდა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც უკავშირდებოდა სხვადასხვა ფეხბურთელებს და წინასწარ ათანხმებდა მატჩების შედეგებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფმა და ფეხბურთელებმა ამ გზით ჯამში 93 500 ლარი მიიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

📋 მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები