Thumbnail

'მალე პრემიერლიგაში ინგლისელები მხოლოდ 15% დავრჩებით' - ამბობს საუთგეიტი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რიცხვები აჩვენებს, რომ ინგლისელთა რაოდენობა პრემიერლიგაში მცირდება
  • ასოციაცია დასაშვები 17 ლეგიონერის 13-მდე დაყვანას აპირებს...

ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი შიშობს, რომ უახლოეს მომავალში პრემიერლიგაში მოთამაშე ინგლისელი ფეხბურთელების რაოდენობა 15%-ზე დაეცემა.

საუთგეიტმა ახალ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ლიგაში მოთამაშე გუნდების სასტარტოების მხოლოდ 30% შეივსო იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ინგლისის ნაკრებისთვის გამოსადეგი არიან.

შარშან ეს რიცხვი 33.2% იყო. თუმცა წელს მინიმუმამდე მაჩვენებელი ნოემბრის და დეკემბრის თვეში დავიდა, რამაც მხოლოდ 19.9% შეადგინა, ანუ ყველაზე დაბალი მას შემდეგ რაც ასოციაციამ ამ სტატისტიკას ითვლის (2009-10) წლების სეზონიდან.

"იმას ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთელებს არ ვზრდით - შეხედეთ ჩვენი ასაკობრივების შედეგებს. შეხედეთ ფილ ფოდენს, რომელიც მანჩესტერ სიტიმ წელს დააწინაურა. ესე უსაქმურად ვერ ვიჯდებით, პარალელურად 'წყეული გერმანელები' ახალ გეგმებს ამზადებენ და არავის არ უნდა ჩამოვრჩეთ."

ახლა პრემიერლიგაში 25 კაციან განაცხადში გუნდს შეუძლია 17 ლეგიონერი ჰყავდეს, ასოცაიცია ამ რიცხვის 13-მდე შემცირებას აპირებს. საუთგეიტი ასევე ამბობს, რომ ბრექსიტი ინგლისელებს რაღაც მხრივ დაეხმარებათ, მაგრამ გარკვეულ საკითხებში საქმეს უფუჭებს.

"კარგია ეს თუ ცუდი, უცხოელებს სამუშაო ვიზის აღება მოუწევთ და აქ ჩამოსვლა გართულდება. მაგრამ მეორეს მხრივ, ლიგაში საუკეთესო უცხოელი მწვრთნელები მუშაობენ, რომლებისგანც ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ. კუნძულის მიღმა ვერაფრის დანახვამ ადრე დაგვღუპა და იგივე არ უნდა დაგვემართოს." - ამბობს საუთგეიტი.

კომენტარები

ბოლო ამბები