- ნიკომ ბორუსიასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფრომა
- შულცს აქამდე ბუნდესლიგის სამ კლუბში აქვს ნათამაშები
26 წლის მცველი ნიკო შულცი დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელია. მან კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც იგი დორტმუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.
მედიის ინფორმაციით, შულცის სანაცვლოდ დორტმუნდმა 25 მილიონი ევრო გადაიხადა.
შულცს აქამდე ნათამაშები აქვს ბუნდესლიგის სამ კლუბში: ბერლინის ჰერტაში, მიუნხენგლადბახის ბორუსიასა და ჰოფენჰაიმში. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად გამართულ 37 მატჩში 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მარცხენა მცველის სანაკრებო დებიუტი 2018 წლის აგვისტოში შედგა. მას შემდეგ შულცმა ეროვნულ გუნდში 6 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 2 გატანლი გოლით გამოიჩინა.
დორტმუნდის ბორუსია მიუნხენის ბაიერნს ორი ქულით ჩამორჩა და ბუნდესლიგის ტიტული ვერ მოიგო.
კომენტარები