Thumbnail

იმედის ფსონი | საბურთალოსა და ბათუმის დინამოს მოგება გაუჭირდებათ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 21 მაისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

სანამ დღევანდელ ბილეთებს გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ 18 მაისის, შაბათის გადაცემის სტუმრის, გიორგი ბარბაქაძის ბილეთმა მოიგო! სპორტული ჟურნალისტის 5-მატჩიანი ბილეთის კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით 15,7 გახლდათ.

დღეს გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 9,7 გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ლევანის ბილეთში ორი თამაში ეროვნული ლიგიდანაა - ჩიხურა-ბათუმისა და დილა-საბურთალოს მატჩებში მასპინძლების არწაგება.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

პირველი თამაშს ჰოლანდიის ჩემპიონატიდან (ევროპალიგის პლეი ოფი) შემოგთავაზებთ - უტხრეხტი-ჰერაკლესის ერთიანს ვწერ. როგორც ვაკვირდები, ჰოლანდიაში ამ სტადიაში შინ ხშირად უგებენ ერთმანეთს. თან, ჰერაკლესი ძირითადად სახლის გუნდია, ხელოვნურ საფარზე თამაშობს და ქულებს იქ აგროვებს, გასვლაზე კი ათი წაგება ჰქონდა ჩემპიონატში. უტრეხტი მშვენიერი გუნდია და სახლში ჰერაკლესს უნდა მოუგოს. 

მეორე და პირველ ბუნდესლიგას შორის პლეი ოფში შტუტგარტი-უნიონის თამაშია. შტუტგარტმა ბოლოს მოიგო თამაშები და არ ვიცი, გადმოვა თუ არა, მაგრამ გაიტანს და მოიგებს. უნიონიც ისეთი გუნდია, რომ სტუმრად თასზე ბოლომდე ეჭიდავა დორტმუნდს და არ მგონია, ისეთი უსუსური იყოს, რომ გოლი ვერ გაიტანოს. ვფიქრობ, რომ აქ ორივე გუნდი გაიტანს.

საქართველოს ჩემპიონატიდან ორ თამაშს დავწერ. პირველი ჩიხურა-დინამო ბათუმია. სხვათა შორის, ბოლო დროს ჩიხურა კარგად თამაშობს, არ აგებს და ვფიქრობ, ბათუმის დინამო კი, მშვენიერი გუნდია, მაგრამ ჩიხურასთან გასვლაზე შეიძლება ვერ მოიგოს. ამიტომ, ავიღებ ჩიხურას 1X-ს. 

მეორე თამაში დილა-საბურთალოა. საბურთალო ჩემპიონი, ლიდერია, მაგრამ ყველა თამაშს პსჟ-ც ვერ იგებდა საფრანგეთში. დილამ ცუდად დაიწყო, მაგრამ ახლა გამოფხიზლდა, გორში თამაში კი იოლი არაა და აქაც 1X-ს ვფიქრობ.

დღეს გადაცემის სტუმარი კოტე მიგინეიშვილი იყო, რომელმაც 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - კოეფიციენტით 12,0. მის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ვიტესი-გრონინგენის მატჩში მეორე გუნდის მეტ ბარათს აქვს - 2,10.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 12,9 გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები