Thumbnail

'იმპერატორის თასის შანსი' - იაპონიაში ტოჩინოშინის ოძეკობაში ეჭვი არ ეპარებათ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნაცუ ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლიდერთა სამეულშია
  • იმპერატორის თასის მოპოვების რა შანსი აქვს ტოჩინოშინს 

სუმოში 1969 წელს შემუშავებული წესის წყალობით, ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) 22 მაისს გამარჯვებით ოძეკის ტიტულის დაბრუნება შეუძლია. ამ წესით, სუმოისტი, რომელიც ოძეკის ტიტულს დაკარგავს, მას მაშინვე დაიბრუნებს, თუ მომდევნო ბაშოზე 10 ორთაბრძოლას მოიგებს.

ქართველ სუმოისტს კი ნაცუ ბაშოზე 9-1 ბალანსი აქვს და მე-11 დღეს მე-4 მაეგაშირა აბის ხვდება, რომელსაც ჯერჯერობით, ყოველთვის უგებს (3:0 ურთიერთშეხვედრებში). დღეს ქართველმა სუმოისტმა მიტაკეუმის იორიკირის ილეთით აჯობა.

ტოჩინოშინმა აბი სამჯერ დაამარცხა

ტოჩინოშინი V აბი

2018 მაისი: ⚪ იორიკირი

2018 ივლისი: ⚪ ოშიდაში

2018 სექტემბერი: ⚪ შიტატენაგე

ოძეკი კი არა იმპერატორის თასი

ტოჩინოშინმა მიტაკეუმი იორიკირით დაამარცხა

31 წლის ლევან გორგაძე, თუკი დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან ერთს მაინც მოიგებს, მხოლოდ მე-4 რიკიში იქნება, რომელიც შეძლებს ამ წესის მიღების შემდეგ ოძეკის ტიტულის უმალ დაბრუნებას. 

იაპონური მედია უფრო შორს მიდის - მათი აზრით, ოძეკის ტიტულის ამბავი გარკვეულია, ხოლო ტოჩინოშინი იმპერატორის თასის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. nikkansports.com წერს, რომ იუშოს მოგების პერსპექტივაც გამოჩნდა ქართველი სუმოისტისთვის.

ტოჩინოშინს დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან (აბის გარდა) 1 აუცილებლად დიდ ჩემპიონ კაკურიუსთან ექნება, რომელსაც ქართველის მსგავსად, 9-1 ბალანსი აქვს. ის აუცილებლად შეხვდება ბაშოზე შემორჩენილ ორივე ოძეკის - გოეიდოსა და ტაკაიასუს (ორივეს 7-3 ბალანსი აქვს). ლევანი ვერ შეხვდება კომუსუბი აოიამას, რადგან ბულგარელი და ის თანაკლუბელები არიან (კასუგანო). ასე რომ ერთი ბრძოლა რომელიმე რიგით მაეგაშირასთან მოუწევს (მე-5 მაეგაშირები რიუდენი და მიოგირიუ, ან ერთ-ერთი ლიდერი ასანოიამა. 

ტოჩინოშინის ბალანსი სავარაუდო მეტოქეებთან

100%

კაკურიუ - 3:23
ტაკაიასუ - 8:12
გოეიდო - 10:17

სამიდან ერთი

მიოგირიუ - 12:9
რიუდენი - 1:0
ასანოიამა - 1:0

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი კარიერაში პირველად და ჯერჯერობით, ერთადერთხელ 2018 წლის იანვრის ბაშოზე მოიპოვა, როცა მან 14-1 ბალანსი დააფიქსირა. ერთადერთი ბრძოლა მან მაშინ იოკოძუნა კაკურიუსთან დათმო. 

კომენტარები

ბოლო ამბები