Thumbnail

'ამას ბათუმში არავინ იკადრებს' - დინამოს სპორტული დირექტორის პოზიცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალს ბათუმის დინამო გამოეხმაურა
  • ასლან ბალაძის თქმით, პასუხი იმან გასცეს, ვინც დამნაშავეა

ქართულ საკლუბო ფეხბურთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალს ბათუმის დინამო გამოეხმაურა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას კომენტარი გააკეთა...

“სუს-ის განცხადებაში ბათუმის დინამოს და ვიტ ჯორჯიას თამაშია ნახსენები, მაგრამ აქ ჩვენ შემთხვევით ვართ გარეული. კითხვებს იმ კლუბმა უნდა უპასუხოს, ვინც დამნაშავეა. ბათუმის დინამო არასდროს ყოფილა ასეთ საქმეებში გარეული, არც ხელმძღვანელები და არც ფეხბურთელები. ამას ბათუმში არავინ იკადრებს. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენები და თავიდან ვერც მივხვდით, რა ხდებოდა. სამართალდამცავებს ჩვენგან არავინ დაუკითხავთ, რადგან არაფერ შუაში ვართ”. - განაცხადა ასლან ბალაძემ. 

📋 მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები