Thumbnail

ბატისტუტა მწვრთნელობას იწყებს - არგენტინელი ინგლისურ კლუბს სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინის ნაკრების ექსფორვარდი სამწვრთნელო კარიერას იწყებს
  • 50 წლის ბატიგოლის მიწვევით ჩემპიონშიპის მიდლსბრო ინტერესდება

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსმელი გაბრიელ ბატისტუტა სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ TyC Sports იუწყება, რომლის ცნობით, ფიორენტინას და რომას ლეგენდამ, რომელიც ამჟამად 50 წლისაა, შარშან სამწვრთნელო ლიცენზია აიღო და დიდი შანსია, ჩემპიონშიპის მიდლსბრო ჩაიბაროს. 

მიდლსბრომ 2018/19 წლების სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. მანამდე ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ტონი პულისმა დატოვა. ვაკანტურ პოსტზე ამ გუნდისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ჯონათან ვუდგეიტიც განიხილება, თუმცა იუწყებიან, რომ ბატისტუტა ფავორიტია.

ბატიგოლმა სამწვრთნელო ლიცენზია შარშან იტალიური ფეხბურთის სხვა არაერთ ლეგენდასთან ერთად აიღო

ასევე ვრცელდება ხმები, რომ მიდლსბრო ჩემპიონშიპის ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც არგენტინელის მიწვევა სურს. 

ბატისტუტა 1991 და 1995 წლებში კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

გაბრიელ ომარ ბატისტუტას ნიუელს ოლდ ბოისში, რივერ პლეიტში, ბოკა ხუნიორსში, ფიორენტინაში, რომასა და ინტერში უთამაშია, თავდამსხმელმა კარიერა კი 2005 წელს, ყატარულ ალ არაბიში დაასრულა. 

ბატიგოლი არგენტინის ნაკრებში 1991-2002 წლებში გამოდიოდა, რომლის მაისურით 78 მატჩში 56 გოლი შეაგდო. თავდამსხმელმა სამ მუნდიალზე ითამაშა, ორჯერ კი კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები