Thumbnail

სამბო | საქართველოს ნაკრების 7 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ოქროს მედლები მოიპოვეს თორნიკე ჭოველიძემ, მინდია ლილუაშვილმა და ელენე ქებაძემ
  • საქართველოს ვაჟთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა

ესპანეთის ქალაქ ხიხონში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი სამბოში. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა. ქართველმა სამბისტებმა ორი ბრინჯაოს, ორი ვერცხლის და სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ვაჟთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. 

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლევან ბერბერაშვილმა (52 კგ) და ირაკლი კუპატაძემ (57 კგ), ვერცხლის მედლების მფლობელები არიან ნინო ოძელაშვილი (80 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (100+ კგ), ხოლო ოქროს მედლები და შესაბამისად ევროპის ჩემპიონები გახდნენ: თორნიკე ჭოველიძე (62კგ), მინდია ლილუაშვილი (68 კგ) და ელენე ქებაძე (80+ კგ). აქვე აღვნიშნოთ, რომ სამივე სპორტსმენმა პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. 

კომენტარები

ბოლო ამბები