Thumbnail

ეროვნული ლიგა | საბურთალომ დინამოს შინდაგორიძის ბრწყინვალე გოლებით მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საბურთალო 2:0 დინამო თბ.
  • რუსთავი 2:4 ტორპედო

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისურ დერბიში საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. მატჩი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა, რაც მეორე ტაიმში ორ გატანილ გოლში აისახა.

ორივე გოლი ლაშა შინაგორიძემ გაიტანა და ორივე ძალიან ეფექტური. შინაგორიძემ ორივეჯერ შორიდან დაარტყა, გოლები კი ულამაზესი გაამოვიდა. ამ გამარჯვებით, საბურთალომ 30 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. მეორე ადგილზე 28 ქულით ბათუმის დინამოა, ხოლო თბილისის დინამო 20 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.

ლაშა შინდაგორიძის ულამაზესი გოლები

Lasha Shindagoridze

ლაშა შინდაგორიძე ⚽🔥

Posted by FC Saburtalo on ორშაბათი, 20 მაისი, 2019

საბურთალო 2:0 დინამო თბ.

გოლები: 1:0 შინდაგორიძე (67), 2:0 შინდაგორიძე (75).

რუსთავი 2:4 ტორპედო

გოლები: 1:0 ციცქიშვილი (47), 1:1 ზივზივაძე (56), 1:2 ჯაფიაშვილი (67-საკ. კარში), 1:3 ზივზივაძე (76-პენ.), 1:4 წიქარიძე (88), 2:4 ციცქიშვილი (89).

კომენტარები

ბოლო ამბები