Thumbnail

NBA | შანსის გარეშე - გოლდენ სტეიტი ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პორტლენტ ტრეილ ბლეიზერსი 117:119 (ო) გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • მოქმედმა ჩემპიონმა დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერია 4-0 მოიგო
  • სტეფ კარი და დრეიმონდ გრინი NBA-ს ისტორიაში შევიდნენ
  • ოკლენდელების მეტოქე მილუოკი-ტორონტოს წყვილში გამოვლინდება

გოლდენ სტეიტს დასავლეთ კონფერენციის ფინალში პორტლენდის დასამარცხებლად სულ ოთხი მატჩი დასჭირდა. სერიის მეოთხე დაპირისპირება ბლეიზერსის საშინაო არენა "მოდა ცენტრში" გაიმართა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი, ძირითადი დროის ფრედ 111:111 დასრულების შემდეგ, ოვერტაიმი გახდა საჭირო, რომელიც სტუმრებმა მოიგეს - 8:6.

სხვათა შორის, ამ სეზონში ოკლენდელებმა ოვერტაიმში მოგება პირველად მოახერხეს. მანამდე 6-ჯერ ითამაშეს დამატებითი დრო და ყველა ჯერზე დამარცხდნენ.  

სტეფ კარი და დრეიმონდ გრინი სამმაგი დუბლებით გამოირჩნენ 

გოლდენ სტეიტს ვერც ამ შეხვედრაში დაეხმარა ტრავმირებული კევინ დურანტი. მატჩის მთავარი გმირი კი უორიორსის გამთამაშებელი სტეფ კარი გახდა, რომელმაც თამაში 37 ქულით, 13 მოხსნითა და 11 პასით დაასრულა. გამარჯვებულთა შორის ასევე სამმაგი დუბლი ჰქონდა ფორვარდ დრეიმონდ გრინსაც (18 ქულა, 14 მოხსნა, 11 პასი), კევონ ლუნის აქტივში 12 ქულა და 14 მოხსნაა.

აღსანიშნავია, რომ სტეფ კარი და დრეიმონდ გრინი პირველი მოთამაშეები არიან ერთი გუნდიდან, რომლებმაც NBA-ს პლეი ოფის შეხვედრაში სამმაგი დუბლები შეასრულეს. კარიმ ეს 47 წუთში მოახერხა, გრინმა - 43-ში.

პორტლენდში ორმაგი დუბლით ფორვარდი მეიერს ლეონარდი გამოირჩა (30 ქულა, 12 მოხსნა), 28 ქულა და 12 პასი ჰქონდა დემიენ ლილარდს, სი ჯეი მაკოლუმს - 26 ქულა.

📺 ვიდეო: პორტლენდი 117:119 გოლდენ სტეიტი (მიმოხილვა)

თამაშის დასრულების შემდეგ, საპირისპირო ბანაკებში მოთამაშე ძმებმა, სტეფ და სეტ კარებმა მაიუსრები გაცვალეს. 

გოლდენ სტეიტი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალში ზეიდზედ მეხუთედ გავიდა. ოკლენდელებმა აქედან მხოლოდ ერთხელ დათმეს გადამწყვეტი სერია - 2015/16 წლების სეზონში, კლივლენდთან.

ამ სეზონში უორიორს ფინალში მეტოქედ მილუოკი-ტორონტოს წყვილში გამარჯვებული ეყოლება. ბაქსი რაპტორსს სერიას უგებს - 2-1.

კომენტარები

ბოლო ამბები