Thumbnail

ნაცუ ბაშო | გაგამარუს მე-7 გამარჯვება - დადებით ბალანსამდე ერთი მოგებაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ მე-10 დღის ორთაბრძოლა მოიგო
  • ქართველის ბალანსი ნაცუ ბაშოზე: 7-3

ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-7 ბრძოლა მოიგო. ის ჯურიოს დივიზიონის მე-3 ნომერ კიოკუშუჰოს შეხვდა და იორიკირით გაიმარჯვა. გაგამარუ მეტოქეს აქტიურად ეჭიდავა, დოჰიოდან გაიყვანა, რის შემდეგაც თვითონაც დაეცა. ქართველმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. თემური ბაშოს ლიდერებს შორისაა.

ქართველი სუმოისტის ბალანსი ნაცუ ბაშოზე 7 მოგება და 3 მარცხია. მას მხოლოდ ერთი მოგება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსი გაინაღდოს. ჯურიოს დივიზიონში ტაკაგენჯის ვერ აჩერებენ. მან მე-10 ბრძოლაც მოიგო. ტაკაგენჯი სოკოკურაის წინააღმდეგ ცუკიდაშით გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები