Thumbnail

ფახთაქორმა ალ აჰლისთან წააგო - არველაძე ლიგის ჯგუფში ჩარჩა

  • ალ აჰლი 2:1 ფახთაქორი
  • შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა

აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილი ფახთაქორი ალ აჰლის ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, საუდის არაბეთის კლუბმა 69-ე წუთზე ანგარიში ალ სომას გოლით გახსნა. არველაძის გუნდმა წონასწორობა 88-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ შოთას გუნდმა ეს ანგარიში ვერ შეინარჩუნა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ისევ გაუშვა და მატჩი 2:1 დასრულდა.

ფახთაქორმა 8 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა. ალ აჰლიმ 9 ქულით პლეი ოფის საგზური გაინაღდა. ფახთაქორი მომდევნო მატჩს უზბეკეთის ჩემპიონატში 26 მაისს გამართავს. შოთას გუნდს 23 ქულა აქვს და ტაშკენტის ლოკომოტივს 5 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები