Thumbnail

ნაცუ ბაშო | ერთი მოგება ოძეკობამდე! ტოჩინოშინმა მიტაკეუმიც დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" ზაფხულის (ნაცუ) ბაშოს მე-10 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.
დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კომუსუბი მიტაკეუმის დაუპირისპირდა და დოჰიოდან იორიკირის ილეთით გაიყვანა.

ტოჩინოშინმა უკვე გაინაღდა დადებითი ბალანსი, ხოლო ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ნაცუ ბაშოზე 10 მოგება ესაჭიროება. 

ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა აბი იქნება, ახალგაზრდა სუმოისტს ქართველი ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს უგებს. თუ ლევან გორგაძე აბის დაამარცხებს, ის წინა ბაშოზე დაკარგულ ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს!

შეგახსენებთ, რომ ჯურიოს დივიზიონში მე-7 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-3 ნომერ კიოკუშუჰოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ქართველ სუმოისტს 7-3 ბალანსი აქვს და დადებითის განაღდებამდე ერთი მოგება რჩება. ამის მიღწევა გაგაგამრუს უკვე შემდეგ ბრძოლაში, მე-11 ნომერ კირიბაიამასთან შეუძლია. 

ნაცუ ბაშო. ლიდერები

9-1: კაკურიუ (იოკოძუნა), ტოჩინოშინი (სეკივაკე), ასანოიამა (მაეგაშირა 8)

8-2: კოტოეკო (მაეგაშირა 15)

7-3: ტაკაიასუ (ოძეკი), გოეიდო (ოძეკი), ენჰო (მაეგაშირა 14)

კომენტარები

ბოლო ამბები