Thumbnail

პირველი ნომერი ATP-ის ტურნირზე - როლან გაროსის რეპეტიციაზე ბასილაშვილი ფავორიტია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლიონში ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირი დაიწყო
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ ჩოგბურთელს ხვდება

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) საფრანგეთის ღია პირველობის წინ მოთელვას ლიონში გაივლის, სადაც ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირი - Open Parc Auvergne-Rhone-Alpes Lyon იმართება.

ტურნირზე პირველ ნომრად სწორედ ქართველი ჩოგბურთელია განთესილი, რომელიც პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი მასპინძელ ტრისტან ლამაზინს ხვდება. 26 წლის ფრანგი მსოფლიოს 268-ე ჩოგანია, ის ტურნირზე იღბლიანი დამარცხებულის სტატუსით მოხვდა, თუმცა პირველი წრის დაძლევა შეძლო. 

"ეს ჩემთვის დიდი პატივია. მე ბასილაშვილს ერთხელ შევხვდი - 2016 წელს როლან გაროსის კვალიფიკაციაზე, მაგრამ ახლა ის სულ სხვა ჩოგბუღთელია", - განაცხადა ლამაზინმა "ეკიპთან" ინტერვიუში.

ბასილაშვილმა ლიონის ტურნირის ნახევარფინალში 2017 წელს იასპარეზა. 

ნიკა კვლავ მსოფლიოს მე-18 ჩოგანია, მას 1 925 სარეიტინგო ქულა აქვს. გამორიცხულია, რომ ვინმემ ამ კვირაში მას გაუსწროს, თუმცა წინსვლა შესაძლებელია - თუ ნახევარფინალში გავა, მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები