Thumbnail

'დანებებას არ ვაპირებ' - ვიქტორ კოლელიშვილის ინტერვიუ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვიქტორ კოლელიშვილის ინტერვიუ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
  • ქართველი მორაგბე ფრანგულ გამოცემას ესაუბრა

ფრანგული სარაგბო გამოცემა Rugbyrama საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლერმონის მორაგბეს, ვიქტორ კოლელიშვილს ესაუბრა და მისი ჯანმრთელობის შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვა.

Rugbyrama: ბოლო მატჩი 6 ოქტომბერს ლა როშელთან ითამაშეთ, რის შემდეგაც აღარ გითამაშიათ. რა მოხდა?

ვიქტორ კოლელიშვილი: თავით შეჯახებისას მძიმე ტრავმა მივიღე. მატჩის შემდეგ, არ შემეძლო მეთქვა რა ანგარიში იყო, ვინ იყო მეტოქე ან სად ჩატარდა მატჩი. ამას თან დაერთო ხედვის პრობლემები. დიდხანს ერთ საგანზე კონცენტრაციას ვერ ვახერხებდი. შაკიკი მქონდა. რაგბის გარეშე ყოფნა კიდევ უფრო რთული იყო.

Rugbyrama: პირველად ტვინის შერყევა როდის მიიღეთ?

ვიქტორ კოლელიშვილი: 2015 წლის მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ, ტვინის შერყევა 5-ჯერ ან 6-ჯერ მივიღე. პირველად ვფიქრობდი, რომ ეს სერიოზული არ იყო. ცნობიერება არ დამიკარგავს და განსაკუთრებული სიმპტომებიც არ მქონია. ექიმებთან საუბრის შემდეგ მე ვიცი, რომ ნებისმიერი ტვინის შერყევა შეიძლება სერიოზული იყოს.

Rugbyrama: თქვენს მწვრთნელს, ფრენკ აზემას თქვენი მინდორზე დაბრუნების ეშინია?

ვიქტორ კოლელიშვილი: კი და არა. შესაძლოა, ის მართალია. მას სურს, რომ მე დამიცვას ტრავმისგან, მაგრამ ასევე ვიცი, რომ მოედანი ჩემი საუკეთესო წამალი იქნება.

Rugbyrama: ახლა ვარჯიშობთ?

ვიქტორ კოლელიშვილი: მსურდა ვარჯიშის განახლება, მაგრამ ჯერ მოცდა მირჩევნია. დღეს ჩემი სავარჯიშო მეთოდები შევცვალე. ერთი წლის წინ, ბევრს ვვარჯიშობდი, მაგრამ ახლა იმდენი არ შემიძლია.

Rugbyrama: ქირურგები რას ამბობენ? 

ვიქტორ კოლელიშვილი:  ზოგი ექიმი რას ამბობს, ზოგი რას, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ დაბრუნებამდე ცოტა უნდა მოვიცადო. მე არასდროს დავნებებულვარ და არასდროს დავენებდები.

კოლელიშვილს ნაკრებში 50 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 ლელო აქვს გატანილი. ქართველი მორაგბე კლერმონის ღირსებას 2011 წლიდან იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები