Thumbnail

შოტლანდიის ნაკრები მოურინიოს ყოფილმა ასისტენტმა ჩაიბარა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სტივ კლარკი შოტლანდიას გაწვრთნის
  • ბოლოს ჩელსის ვეტერანმა კილმარნოკში იმუშავა

სტივ კლარკი სამწვრთნელო საქმეში 2004 წელს ჩელსიში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ გამოჩნდა, ჟოზეს ყოფილმა ასისტენმტა შემდეგ იგივე თანამდებობაზე ვესტ ჰემში (ძოლას პერიოდში) და ლივერპულში (დალგიშის პერიოდში) იმუშავა.

კლარკმა 2012 წელს საკუთარი სამწვრთნელო კარიერა ვესტ ბრომვიჩში დაიწყო. მიდლენდში და რედინგში გატარებული წლების შემდეგ შოტლანდიელი სამშობლოში დაბრუნდა და კილმარნოკს ჩაუდგა სათავეში.

კილმარნოკში 2 წლიანი ციკლი წელს გუნდის ევროთასებზე გაყვანით დაასრულა და შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიც დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი მწვრთნელი ალექს მაკლიში შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები