Thumbnail

რაგბიდან სამეფო კარის თამაშებში - ზელანდიელი მორაგბის ისტორია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ახალზელანდიელმა მორაგბემ კარიერა ტრავმის გამო დაასრულა
  • რაგბის შემდეგ, ჯო ნაუფაჰუმ სამსახიობო კარიერა დაიწყო
  • ის სამეფო კარის თამაშებში მოხვდა

რაგბის გუნდი დოთრაკების გუნდს ჰგავს - ეს სიტყვები ახალზელანდიელ, ყოფილ მორაგბეს, ჯო ნაუფაჰუს ეკუთვნის. ნაუფაჰუს პირველი გუნდი ევროპაში ლენსტერი იყო, რის შემდეგაც გლაზგო უორიორსში აღმოჩნდა და იქ 2 სეზონი ითამაშა. ტრავმის გამო, ზელანდიელმა სარაგბო კარიერას თავი დაანება, თუმცა რაგბის სამოყვარულო დონეზე მაინც თამაშობდა.

სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ, ჯო ნაუფაჰუმ მსახიობობა დაიწყო. რამდენიმე როლი შეასრულა და საბოლოოდ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალში "სამეფო კარის თამაშებში" ხალ მოროს როლი შეასრულა. ხალ მორო მეექვსე სეზონში ჩნდება, როდესაც მას დატყვევებულ დაენერის ტარგარიანს მიუყვანენ.

ჯო ნაუფაჰუმ BBC-ისთან ემილია კლარკის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მასთან თამაშის დიდი პატივი იყო:

'მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. ის დიდი ვარსკვლავია და პატივი იყო, მასთან ერთად ამ შოუში მონაწილეობა. პირველი ეპიზოდის გადაღების დროს ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. მერე კი ჩემ თავს ვუთხარი, რომ სამეფო კარის თამაშების გადასაღებ მოედანზე ვიყავი''.

კომენტარები

ბოლო ამბები