Thumbnail

ქობულეთში ესპანეთის ჰიმნი არაოფიციალური ტექსტით შეასრულეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მხოლოდ 4 ქვეყნის ჰიმნს არ აქვს ოფიციალური ტექსტი და მათ შორის ესპანეთია
  • ქობულეთში ესპანეთის ჰიმნი ტექსტით შესრულდა
  • რამდენიმე დღის წინ, ნეაპოლში ესპანეთის ჰიმნი სულაც ფრანკოისტული რეჟიმის ტექსტით შეასრულეს

დღეს, ქობულეთში 2018 წლის მსოფლიო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის ქალი ძალოსანი ესპანელი ლიდია ვალენტინი გახდა, ხოლო ვაჟი - ლაშა ტალახაძე.

ღონისძიება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. ესპანელი ლიდია ვალენტინის საპატივცემულოდ ესპანეთის ჰიმნი შესრულდა... ტექსტით!

📺 ესპანეთის ჰიმნი ქობულეთში 

ფეხბურთის მოყვარულებს ესპანეთის ჰიმნი Marcha Real ბევრჯერ მოუსმენია, მაგრამ ტექსტით - არასდროს!

საქმე ისაა, რომ ესპანეთის ჰიმნს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველია, ოფიციალური ტექსტი არ აქვს და ამით არის გამორჩეული. მსოფლიოში სულ 4 სახელმწიფოს ჰიმნს არ აქვს ოფიციალური ტექსტი: ესპანეთისას, ბოსნიისას, კოსოვოსა და სან მარინოს. 

"სამეფო მარშის" ტექსტის რამდენიმე ვერსია არსებობს, მათ შორის ყველაზე ცნობილია მეფე ალფონსო XIII-ის დროინდელი ტექსტი, ფრნაკოისტული რეჟიმის ტექსტი ხოსე მარია პემანის ავტორობით. 1978 წლის შემდეგ ჰიმნი უტექსტოდ სრულდება.

რა ტექსტი შესრულდა ქობულეთში?

2007 წელს ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალეხანდრო ბლანკო ინიციატივით გამოვიდა, მადრიდის 2016 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისთვის შექმნილიყო ჰიმნის ტექსტი. კონკურსში პუალინო კუბერომ გაიმარჯვა. 2008 წლის იანვარში ჰიმნი პლასიდო დომინგოს უნდა შეესრულებინა, გროვდებოდა ხელმოწერები მის ოფიციალურ ტექსტად აღიარებისთვის, მაგრამ ხალხმა ტექსტი კრიტიკულად მიიღო და ესპანეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადებაც აღარ შეიტანა პარლამენტში. აი, სწორედ ამ ტექსტით შესრულდა ესპანეთის ჰიმნი ქობულეთში

ლიდია ვალენტინი და ლაშა ტალახაძე

სკანდალი ნეაპოლში

უფრო დელიკატურ სიტუაციაში რამდენიმე დღის წინ, ნეაპოლში ჩავარდნენ, სადაც ვიზიტით ხუან კარლოსი და მეფე პელიპე იმყოფებოდნენ. სან კარლოს თეატრში, სადაც იტალიისა და პორტუგალიის პრეზიდენტებიც იმყოფებოდნენ, იტალიელმა ბავშვებმა ესპანეთის ჰიმნი ფრანკოისტული რეჟიმის ტექსტით შეასრულეს. 

📺 ესპანეთის ჰიმნი ნეაპოლში

კომენტარები

ბოლო ამბები