Thumbnail

'დიდი დარტყმა მივიღეთ, ველოდებით გამოძიებას' - ვიტ ჯორჯიას განცხადება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვიტ ჯორჯია ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
  • კლუბის ბოდიში გულშემატკივრებს, საზოგადეობასა და ფეხბურთის ფედერაციას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ბრალდებით თბილისის ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა, რის შესახებაზე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე საგანგებო განცხადება გამოქვეყნდა.

''ძალიან ცუდი ამბავია ჩვენს თავს - ვიტ ჯორჯიას  ხუთი  ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. საქმე საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტს ეხება. 22 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში ვართ  - არ არის მოკლე დრო. მწარე წაგებებიც გვახსოვს, ტკივილიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია, დარტყმა, რომელმაც შელახა ჩვენი კლუბის ღირსება. ეს აზიანებს მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელს.'' - წერია კლუბის განცხადებაში.

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია: უაღრესად რთულია გადაიტანო  ეს კრიზისი, მაგრამ არ გავტყდებით, არც ხელებს ჩამოვუშვებთ, რადგან ჩვენი დანებება გააძლიერებს იმ ბნელ ძალებს, რომლებიც მავნე მღრღნელებივით  ცდილობენ შეესიონ ქართულ ფეხბურთს და იქ დამკვიდრდნენ.

''ბევრი რამ სრულიად ნათელია, თუმცა მოუთმენლად ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომლის შემდეგაც გვექნება მკაფიო სურათი და მოგვეცემა მეტის თქმის საშუალება. მკაცრად ვემიჯნებით  ასეთ ფაქტებს და მათ აღმოსაფხვრელად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან  და სხვა ორგანოებთან. ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოდიშს ვუხდით ქართული ფეხბურთის მესვეურებს, გულშემატკივრებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.''

კომენტარები

ბოლო ამბები