Thumbnail

ლაშა ტალახაძე მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიარა - ძალოსანთა დაჯილდოება ქობულეთში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო ძალოსნები საქართველოში დააჯილდოვეს
  • ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ვაჟი ძალოსანია 
  • 2018 წლის საუკეთესო ძალოსანი ქალი ესპანელი ლიდია ვალენტინია

ქობულეთში 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას სპორტული სამყაროს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ. 

წლის საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონიალი ზედიზედ მეორედ გაიმართა საქართველოში. გასულ წელს, ღონისძიებას თბილისმა უმასპინძლა. აღსანიშბავია, რომ ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო ძალოსანი ქალი ესპანელი ლიდია ვალენტინი გახდა, ხოლო საუკეთესო ვაჟი ქართველი ლაშა ტალახაძე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ტომაშ აიანი და წლის საუკეთესო ძალოსნები...

2018 წლის საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონიალი ქობულეთში გაიმართა

ტომაშ აიანი (IWF-ის პრეზიდენტი)

“მოგესალმებით ყველას, განსაკუთრებით კი ოლიმპიური თამაშების 3-გზის გამარჯვებულ კახი კახიაშვილს. რომელიც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია. გამოკითხვამ, რომელშიც 60 ქვეყნის ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, წლის საუკეთესო ძალოსნები: ლიდია ვალენტინი და ლაშა ტალახაძე გამოავლინა. ბედნიერი ვარ, რომ მათ წარმატებას საქართველოს თბილი მზის ქვეშ ვზეიმობთ".

ლაშა ტალახაძე (მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი)

“დიდი მადლობა ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის და მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. ჩემთვის დიდი სტიმულია ამ ჯილდოს მიღება. მეამაყება, რომ ვვარჯიშობ იმ გუნდთან ერთად, რომელსაც უდიდესი წარმატებები აქვს. მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების წარმატებაში ევროპის ჩემპიონატზე. პირობას ვდებთ, რომ მომავალშიც გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს".

 

კომენტარები

ბოლო ამბები