Thumbnail

სახიფათო ჯილდო - რონალდომ საჩემპიონო თასი შვილს სახეში მოარტყა

  • კრიშტიანო რონალდოს ტურინის იუვენტუსის საჩემპიონო ზეიმზე კურიოზი მოუვიდა
  • 34 წლის პორტუგალიელმა თასი ჯერ თავის შვილს მოარტყა, შემდეგ - მეგობარ გოგონას

ტურინის იუვენტუსმა სერია A-ს ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ, რომელიც ატალანტასთან ჩაატარა (1:1), საჩემპიონო ზეიმი გამართა. ამ სეზონში ტურინელებმა სკუდეტო ზედიზედ მერვედ, ისტორიაში კი 35-ედ მოიგეს. კრიშტიანო რონალდოსთვის ეს იუვენტუსში მოპოვებული მეორე ჯილდოა - იტალიის სუპერთასის შემდეგ. 

მეტი ამ თემაზე: #W8NDERFUL - იუვემ ლეგენდები გააცილა და ტურინში სკუდეტო ზედიზედ მერვედ აღმართა

34 წლის პორტუგალიელ თავდამსხმელს საჩემპიონო თასით ზეიმის დროს კურიოზი შეემთხვა. კრიშტიანომ ფოტოსურათის გადაღება ოჯახის წევრებთან: დედასთან, მეგობარ გოგონასა და ვაჟთან ერთად გადაწყვიტა, თუმცა შემთხვევით, თასი ჯერ კრიშტიანო-უმცროსს სახეში მოარტყა, შემდეგ კი - ჯეორჯინა როდრიგესს.  

საბოლოოდ, რონალდოს ოჯახური ფოტო საჩემპიონო თასის თანხლებით, ასეთი გამოვიდა:

ჯეორჯინა, კრიშტიანო და მარია დოლორეს ავეირუ

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსში 2018 წლის ზაფხულში, მადრიდის რეალიდან გადავიდა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა იტალიაში გატარებულ პირველ სეზონში ქვეყნის სუპერთასი და ჩემპიონობა მოიგო. მის ანგარიშზე სერია A-ს 31 მატჩი გატანილი 21 გოლი და 8 საგოლე პასია. 

კომენტარები

ბოლო ამბები