Thumbnail
  • მოლოდინი არ გამართლდა: რეალი ტონი კროოსს არ გაყიდის
  • გერმანელმა მადრიდელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ბევრი ფიქრობდა, რომ ტონი კროოსისთვის ეს სეზონი რეალში უკანასკნელი იქნებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. ‘სამეფო კლუბმა’ დღეს დაადასტურა, რომ 29 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ახალი კონტრაქტი გააფორმა და რეალს თავისი ბედი 2023 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირა.

“რეალში 2014 წლიდან ვთამაშობ და ამ გუნდში ყოველთვის ვგრძნობდი უდიდეს ნდობას. მე ამ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარე და მჯერა, რომ მომავალშიც ბევრ ტიტულს მოვიგებთ,” - განაცხადა კროოსმა პრესკონფერენციაზე, სადაც მასთან ერთად, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და კლუბის დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო იმყოფებოდნენ.

ბოლო დროს, ესპანურ და გერმანულ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ დიდი შანსი იყო, კროოსს რეალი დაეტოვებინა. როგორც ჩანს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა, რომ გერმანელი სჭირდება. 

რეალთან ერთად კროოსს 2016, 2017 და 2018 წლებში ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული, 2017 წელს კი ესპანეთის ჩემპიონი გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები