Thumbnail

'სამარცხვინოა, როდესაც ყიდი თანაგუნდელს და გულშემატკივარს' - გიორგი პაპუნაშვილი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გარიგებული მატჩების სკანდალს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გამოეხმაურა
  • პაპუნაშვილის თქმით, მთავარია ის ხალხი გამოვლინდეს, ვინც ამას სათავეში უდგას

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალს ესპანური სარაგოსას და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

“ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტია, როდესაც ფეხბურთელი ყიდის იმას, რისთვისაც ბავშვობიდან შრომობდა. თავის თავის გარდა ყიდის თანაგუნდელს და გულშემატკივარს. დღეს ჩემმა ესპანელმა გუნდელებმა ჩემზე ადრე გაიგეს ეს ინფორმაცია და მეკითხებოდნენ თუ რა ხდებოდა საქართველოში. ვერაფერი ვუთხარი. ერთმნიშვნელოვნად ამაზრზენია ყველა, ვინც გარეულია ამ საქმეში. მთავარია ის ხალხი გამოვლინდეს, ვინც ამას სათავეებში უდგას!” - აღნიშნა გიორგი პაუნაშვილმა.

📋 მეტი ამ თემაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ვიტ ჯორჯიას, გურიას და ჭიათურის ფეხბურთელები დააკავა. გავრცელდა ვიდეო-მასალა, სადაც ასახულია თუ როგორ აპირებენ ფეხბურთელები მატჩის ჩაწყობას.

ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტია როდესაც ფეხბურთელი ყიდის იმას რისთვისაც ბავშვობიდან შრომობდა, თავის თავის გარდა ყიდის...

Posted by Giorgi Papunashvili on ორშაბათი, 20 მაისი, 2019

 

    კომენტარები

    ბოლო ამბები