Thumbnail
  • სიტი მაგუაირის შესაძლო ტრანსფერს განიხილავს...
  • დე ლიხტი თუ ბარსაში წავიდა კომპანის სავარაუდოდ ლესტერის მცველი შეცვლის

11 წლიანი მანჩესტერული კარიერის შემდეგ ვენსან კომპანიმ ინგლისური კარიერა დაასრულა და მოღვაწეობას სამშობლოში ანდერლეხტის მოთამაშე-მწვრთნელის პოზიციაზე განაგრძობს.

გვარდიოლა "ვინის" შემცვლელის ძიებაშია, განვლილ დღეებში ორი კანდიდატურა გამოიკვეთა - აიაქსის კაპიტანი მატეი დე ლიხტი და ლესტერის მცველი - ჰარი მაგუაირი.

ტენ ჰაგთან ნათამაშები დე ლიხტისთვის გვარდიოლას ფეხბურთი უცხო არ იქნება, რაც შეეხება მაგუაირის, ინგლისის ნაკრების მცველს ყველანაირი მონაცემი აქვს იმისთვის, რომ სიტის თამაშს კარგად მოერგოს.

მაგუაირი გაბარიტების კვალობაზე სწრაფი და ტექნიკურია, ასევე კომპანის მსგავსად მეორე სართულზე საკუთარ საჯარიმოში და მეტოქის კართანაც შესანიშნავად თამაშობს.

ინგლისელისგან განსხვავებით, დე ლიხტის გადაბირება ბარსელონასაც სურს და საინტერესოა რას ამჯობინებს ჰოლანდიელი - გვარდიოლასთან მუშაობას თუ მესისთან თამაშს... 

კომენტარები

ბოლო ამბები