Thumbnail

ვიტ ჯორჯიას შემდეგ გურია - სუს-მა კიდევ 2 ფეხბურთელი დააკავა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სკანდალი ქართულ საკლუბო ფეხბურთში
  • სუს-მა გურიას 2 ფეხბურთელი აიყვანა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ლანჩხუთის გურიას ორი ფეხბურთელი, რატი იმერლიშვილი და ირაკლი ბაჯელიძე დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ მატჩებზეა ეჭვები, რის საფუძვეზეც აიყვანეს ფეხბურთელები.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გურიას პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ დაადასტურა ფეხბურთელთა დაკავების ფაქტი. მისი თქმით, იმერლიშვილი საკუთარი სახლიდან აიყვანეს, ბაჯელიძეს კი კლუბის ბაზაზე ეძებდნენ.

მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა და საქმე იქაც გარიგებულ მატჩებს ეხება. სუს-მა პაატა ღუდუშაური, გიორგი კიკნაველიძე, გიორგი გეთიაშვილი, ჯონი შეროზია და ნიკა მაისურაძე ბათუმში გამართული მატჩის შემდეგ აიყვანა.

ლანჩხუთის გურია ეროვნული ლიგა 2-ში ასპარეზობს და 11 ტურის შემდეგ, 4 ქულით ბოლო ადგილზეა. რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას: თბილისურ გუნდს ეროვნულ ლიგაში 14 ტურის შემდეგ 11 ქულა ქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 პოზიციაზეა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები