Thumbnail

ჯაბა ლიპარტიამ და მახაჭყალის ანჟიმ კონტრაქტი გაწყვიტეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მახაჭყალის ანჟიში სულ 6 მატჩი ჩაატარა.
  • სად ითამაშებს ლიპარტია, ჯერჯერობით უცნობია.

ჯაბა ლიპარტიამ და მახაჭყალის ანჟიმ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყვიტეს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერლიგის კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ლიპარტია.

30 წლის შემტევ ნახევარმცველი ანჟიში უკრაინული ზორიადან 2017/18 წლების სეზონის დაწყების წინ გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯაბამ რუსეთის პრემიერლიგაში მხოლოდ 6 მატჩში ითამაშა და აქედან მხოლოდ 2-ში იყო ძირითად შემადგენლობაში.

ჯაბა ლიპარტიამ პროფესიონალური კარიერა სკ თბილისში დაიწყო, საიდანაც ვიტ ჯორჯიაში გადავიდა (2006/10). ვეტერინარებთან ერთად ლიპარტიამ საქართველოს ჩემპიონატის ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ლიპარტია 2011/17 წლებში ლუგანსკის ზორიაში გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში 169 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

ჯაბა ლიპარტიას ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

ანჟიში რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია.

კომენტარები

ბოლო ამბები