Thumbnail
  • დონეცკის შახტარმა უკრაინის ჩემპიონატში ზორია დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა
  • 26 წლის ქართველმა მცველმა წარმატება თანაგუნდელებთან ერთად ემოციურად აღნიშნა
  • დავით ხოჭოლავა მეორე წელიწადია, უკრაინის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული ხდება

დავით ხოჭოლავამ უკრაინაში მორიგი, მეოთხე ტიტული მოიგო. 26 წლის ქართველი მცველის გუნდმა, დონეცკის შახტარმა, უკრაინის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში, სტუმრად ლუგანსკის ზორია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. 

დონეცკელებს გამარჯვება ჟუნიორ მორაესის მიერ, მატჩის დასაწყისში გატანილმა გოლმა მოუტანა, ხოჭოლავამ კი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. ზორიაში სრულად ითამაშა უკრაინის მოქალაქე ლევან არველაძემ.

ქართველმ მცველმა ზორიასთან შეუცვლელად ითამაშა 

პაულო ფონსეკას გუნდს ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, 76 ქულა დაუგროვდა და კონკურენტი კიევის დინამოსთვის (65) მიუწვდომელი გახდა. შახტარმა უკრაინის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეთორმეტედ მოიპოვა. 

თამაშის დასრულებისთანავე, შახტარის ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა "სლავუტიჩ არენას" საპატიო წრე დაარტყეს, რის შემდეგაც ზეიმი გასახდელში შამპანურით გააგრძელეს.

დავით ხოჭოლავა, რომელიც დონეცკის შახტარში 2017 წელს, ოდესის ჩერნომორეციდან გადავიდა, კლუბთან ერთად უკრაინის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. 2018/19 წლების ჩემპიონატში ხოჭოლავამ 23 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.  

ზეიმი დონეცკის შახტარის გასახდელში

მანამდე საქართველოს ნაკრების მცველმა შახტართან ერთად, ასევე ზედიზედ მეორედ, უკრაინის თასი მოიგო

კომენტარები

ბოლო ამბები