Thumbnail

ნაცუ ბაშო | ორი გამარჯვება მიზნამდე - გაგამარუმ აზუმარიუსაც მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ მე-9 დღის ორთაბრძოლა მოიგო
  • ქართველის ბალანსი ნაცუ ბაშოზე: 6-3

ნაცუ ბაშოს მე-8 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-6 ბრძოლა მოიგო. ის ჯურიოს დივიზიონის მე-4 ნომერ აზუმარიუს შეხვდა და იორიკირით გაიმარჯვა. ბრძოლა რამდენიმე წამს გაგრძელდა. გაგამარუმ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მეტოქე დოჰიოდან მარტივად გაიყვანა.

ქართველი სუმოისტის ბალანსი ნაცუ ბაშოზე 6 მოგება და 3 მარცხია. ჯუღელს კიდევ 2 მოგება სჭირდება, რათა დადებით ბალანსი დააფიქსიროს. ჯურიოს დივიზიონს ტაკაგენჯი ლიდერობს, რომელსაც 8-დან 8 მოგება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები