Thumbnail
  • ტორონტოსა და მილუოკის მესამე მატჩი დრამატული გამოვიდა
  • ორი ოვერტაიმის შემდეგ რეპტორსმა 118:112 მოიგო

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მდგომარეობა ოდნავ დაიძაბა. ტორონტომ მესამე მატჩში მილუოკი, უაღრესად დაძაბულ, ოვერტაიმიან დუელში, 118:112 დაამარცხა და სერიაში სხვაობა შეამცირა - ბაქსი ახლა 2:1-ს იგებს.

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო. რეპტორსის მოგება პირველ რიგში კავაი ლეონარდის დამსახურებაა, რომელმაც 36 ქულა დააგროვა და 9 მოხსნა გააკეთა. მან 8 ქულა მეორე ოვერტაიმში ჩააგდო!

მილუოკის ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო კი ბოლო ფაზაში, ბევრი ფოლების გამო, პარკეტზე აღარ იყო. ბერძენმა 23 მოხსნა გააკეთა, მაგრამ მხოლოდ 12 ქულა ჩააგდო.

მიმდინარე სეზონის პლეი ოფში ეს მილუოკისთვის სტუმრად პირველი წაგებაა! მეოთხე მატჩი ოთხშაბათს გამთენიისას გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალში გოლდენ სტეიტი პორტლენდს 3:0-ს უგებს.

📺 ვიდეო: ტორონტო 118:112 მილუოკი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები