Thumbnail

ტაკაკეიშომ ბრძოლაზე უარი თქვა - ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი გაინაღდა!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

დღეს, ტოკიოს "რიოკოგუ კოკუგიკანში' ზაფხულის (ნაცუ) ბაშოს მე-9 დღის ორთაბრძოლები გაიმართება. ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო უნდა ყოფილიყო, რომელთანაც ლევანმა წინა ბაშოზე ოძეკობა დაკარგა, თუმცა ტაკაკეიშო ტრავმის გამო დოჰიოზე გამოსვლას ვერ შეძლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტოჩინოშინი დადებით ბალანსს უბრძოლველად გაიფორმებს. ქართველ სუმოისტს ახლა 2 მოგება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს, წინ კი 6 ბრძოლაა!

ლევანმა ოძეკობა ჰარუ ბაშოს ბოლო დღეს ტაკაკეიშოსთან დაკარგაქართველმა სუმოისტმა მცირე რევანში სუმოს საგაზაფხულო ტურის დროს აიღო, როდესაც მეტოქე ხელში აიტაცა და დოჰიოდან ისე გაიყვანა. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს კომუსუბი მიტაკეუმი იქნება. ლევანს ნაცუ ბაშოზე 8 მოგება და ერთი მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები