Thumbnail

გარიგებული მატჩების გამო, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სკანდალი ქართულ საკლუბო ფეხბურთში
  • სუს-მა მოთამაშეები გასახდელში აიყვანა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ბრალდებით თბილისის ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი, ხუთი, ან ექვსი მოთამაშე.

ფეხბურთელები 19 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ვიტ ჯორჯია ბათუმის დინამოს ესტუმრა და 0:2 წააგო. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი თამაშები მოხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შავ სიაში, რის საფუძველზეც აიყვანეს მოთამაშეები. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგივე ბრალდებით ლანჩხუთის გურიას ორი ფეხბურთელია დაკავებული.

კომენტარები

ბოლო ამბები