Thumbnail

#W8NDERFUL - იუვემ ლეგენდები გააცილა და ტურინში სკუდეტო ზედიზედ მერვედ აღმართა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იუვენტუსი 1:1 ატალანტა
  • 0:1 - ილიჩიჩი (33), 1:1 - მანჯუკიჩი (80)

ტურინის იუვენტუსმა სერია A-ს ბოლო საშინაო მატჩი სახლში ატალანტას წინააღმდეგ ჩაატარა, შეხვედრა ილიჩიჩის და მანჯუკიჩის გოლებით ფრედ - 1:1 დასრულდა.

ატალანტასთან მატჩი მასიმო ალეგრისთვის ბოლო აღმოჩნდა, იუვემ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პარასკევს მიიღო.

ალეგრისთან ერთად გუნდიდან გააცილეს კლუბის ვეტერანი - ანდრეა ბარძალი, რომელიც იუვეში 2011 წლიდან თამაშობდა და შავ-თეთრი მაისურით 280 მატჩი ჩაატარა.

ბარძალიმ კლუბთან ერთად 8 სკუდეტო, 4 იტალიის თასი და 4 იტალიის სუპერთასი მოიგო. ასევე 2014-15 და 2016-17 წლებში ითამაშა ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

ატალანტასთან მატჩის დასრულების შემდეგ, კლუბმა საჩემპიონო ზეიმი დაიწყო. გვარის გამოცხადებით, განვლილი სეზონის ყველა ჩემპიონი ცალ-ცალკე გამოიყვანეს.

იუვემ სკუდეტო ისტორიაში 35-ედ მოიგო, რაც სერია A-ს რეკორდია, აქედან ტურინელებმა ბოლო 8 ჩემპიონობა ზედიზედ იზეიმეს.

მატჩის დაწყებამდე კრიშტიანო რონალდოს სერია A-ს საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადაეცა. ჩემპიონატში კრიშტიანომ წელს 21 გოლის გატანა შეძლო.

მატჩამდე და მატჩის შემდეგ იუვენტუსის სტადიონზე ძველი კარგად ნაცნობი და ახალი სახეები გამოჩნდნე, სეზონის ბოლო მატჩზე კლუბს ჯიჯი ბუფონი ესტუმრა, ასევე გუნდის უელსელი ახალწვეული - აარონ რემსი.

რემსი და ბუფონი დღევანდელ მატჩზე

იუვენტუსისთვის 2018-19 წლების სეზონი 26 მაისს სამპდორიასთან, სერა A-ს ბოლო ტურში გასვლითი მატჩით დასრულდება.

კრისტიანო რონალდოს დამატების შემდეგ, წლვანდელი სეზონი იუვესთვის ევროთასებზეც წარმატებული უნდა ყოფილიყო, თუმცა გუნდი მოულოდნელად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან აიაქსმა გამოაგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები