Thumbnail

ეროვნული ლიგა | ისევ სავსე ტრიბუნები და ბათუმის დინამოს კიდევ ერთი გამარჯვება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო ბთ. 2:0 ვიტ ჯორჯია
  • ლოკომოტივი 1:0 დილა
  • სიონი 0:5 ჩიხურა

კვირას, ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის მე-14 ტურის სამი საინტერესო მატჩი გაიმართა. თბილისის ლოკომოტივმა გორის დილა 1:0 დაამარცხა, საჩხერის ჩიხურამ კი გასვლაზე ბოლნისის სიონს 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

დღის ბოლო შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ტრადიციულად გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე დინამომ ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. მიმდინარე სეზონში, ბათუმელები საკუთარ მოედანზე განსაკუთრებულად კარგად ასპარეზობენ და ამჯერადაც ასე მოხდა. დინამომ დამაჯერებელი ანგარიშით, 2:0 დაამარცხა მეტოქე.

მატჩის 27-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჯოვინო ფლამირინიო შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და გახსნა ანგარიში, 77-ე წუთზე კი ბენჟამინ ტეიდმა შორეული დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:0.

სატურნირო ცხრილს 28 ქულით სწორედ ბათუმის დინამო ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 27 ქულით საბურთალოა, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული. მესამე ადგილზე 23 ქულით ქუთაისის ტორპედოა.

დინამო ბთ. 2:0 ვიტ ჯორჯია

გოლი: 1:0 ფლამარინიო (27), 2:0 ტეიდი (77).

ლოკომოტივი 1:0 დილა

გოლი: 1:0 სამურკასოვი (41).

სიონი 0:5 ჩიხურა

გოლები: 0:1 მახარობლიძე (7), 0:2 სარდალიშვილი (10), 0:3 ფანცულაია (17), 0:4 დეკანოიძე (29), 0:5 სარდალიშვილი (69).

კომენტარები

ბოლო ამბები