Thumbnail

მესი ტელმო სარას გაუთანაბრდა - ბარსას ბოლო მატჩი ლა ლიგაში ფრედ დასრულდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ეიბარი 2:2 ბარსელონა
  • 1:0 - კუკურელა, 1:1 - მესი (31), 1:2 - მესი (32), 2:2 - დე ბლასისი (45)

ლა ლიგის მატჩი პრიმერას ჩემპიონმა ბარსელონამ გასვლაზე ეიბარში ჩაატარა და შეხვედრა მესის დუბლის შემდეგ ფრედ - 2:2 დასრულდა.

მესიმ დღეს ყველა ტურნირში ერთად  სეზონის 50-ე გოლი გაიტანა, ხოლო ლა ლიგის ბომბარდირი ბარსას კაპიტანი 36 გოლით ხდება.

ეს მესის მეექვსე ბომბარდირობაა, რითიც ბილბაოს ატლეტიკის (1940-55) ლეგენდარულ ტელმო სარას გაუთანაბრდა.

ეიბარისთვის სეზონი დასრულდა, ხოლო ბარსას ესპანეთის თასის ფინალი აქვს სათამაშო, სადაც 25 მაისს ვალვერდეს გუნდი ბენიტო ვილამარინზე ვალენსიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები