Thumbnail

ფუტსალის ლიგის თასი | თელასი და თსუ ფინალში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 31 მაისს გაიმართება
  • ერთმანეთს თელასი და თსუ დაუპირისპირდებიან

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. ერთმანეთს უმაღლესის და ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდები დაუპირისპირდნენ. 

თელასსა და პსპ-ს შორის გამართული დასკვნითი მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ფარმაცევტების მესამე წუთზე გატანილ გოლს თელასმა ორი ბურთით უპასუხა. ტაიმის დასრულებამდე კი პსპ-მ წონასწორობის აღდგენა მოახერხა. 39-ე წუთზე ანგარიში 3:3 იყო, როდესაც ამირან ცხომარიამ ჰეთთრიკი გაიფორმა და გუნდს ფინალის საგზური მოუპოვა. მატჩი თელასის გამარჯვებით, 4:3 დასრულდა. ფარმაცევტების რიგებიდან ორი გატანილი გოლით ნიკოლოზ კოპლატაძე გამოირჩა.

ნახევარფინალის პირველ მატჩში მაყურებელმა საუნივერსიტეტო დერბი იხილა, რომელიც თსუ-სა და ილიაუნის შორის გაიმართა. თსუ-მ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპრატესობა მოიპოვა და თამაშის დასრულებამდე ფორა ოთხამდე გაზარდა. შეხვედრა 4:0 დასრულდა, თსუ-მ კი ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ფუტსალის ლიგის თასის ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 31 მაისს გაიმართება. ერთმანეთს თელასი და თსუ დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები