Thumbnail

ლიონმა ბუდაპეშტში ბარსა 4:1 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის თასი მეექვსედ აღმართა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლიონის ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობა
  • ფრანგებს ოქროს ბურთის მფლობელმა ჰეგერბერგმა მოაგებინა...

ბუდაპეშტში გამართულ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ფრანგულმა ლიონმა ბარსელონას 4:1 მოუგო და ტურნირის თასი ისტორიაში მეექვსედ აღმართა.

ფინალში ყველაფერი ლიონის ნორვეგიელმა ლეგიონერმა და ოქროს ბურთის მფლობელმა - ადა ჰეგერბერგმა გადაწყვიტა, რომელმაც ბარსას ჰეთ-თრიკი გაუტანა.

ლიონმა ლიგაზე ჩემპიონობა ზედიზედ მეოთხედ იზეიმა, ხოლო ჯამში 17 (რეკორდი) შიდა საჩემპიონო ტიტულთან ერთად ფრანგებს ეს ტურნირი ექვსჯერ (ასევე რეკორდი) აქვთ მოგებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები