Thumbnail

საშინელი სეზონი დამთავრდა - რეალმა ბოლო მატჩიც წააგო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რეალმა ჩაგდებული სეზონი წაგებით დაასრულა
  • მადრიდული გრანდი ლა ლიგის ბოლო ტურში ბეტისთან დამარცხდა

რეალის გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს - საშინელი სეზონი დამთავრებულია! მადრიდულმა გრანდმა ლა ლიგის ბოლო მატჩიც წააგო - მე-11 ადგილზე მყოფ ბეტისთან, 0:2. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბეტისმა ამ მატჩის მოგება დაიმსახურა. 

📺 უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 61-ე წუთზე ანგარიში ლორენმა გახსნა

📺 14 წუთში, რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ხესემ მეორეც გაიტანა

პირველ ტაიმში ბენზემას ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. საინტერესოა, რომ ტონი კროოსმა და გარეთ ბეილმა 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარეს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბეილი რეალს დატოვებს. ზოგიერთი წყარო კროოსის წასვლაზეც წერს. 

ამრიგად, რეალმა ესპანეთის ჩემპიონატი 21 მოგებით, 5 ფრით, 12 წაგებით (!) და 68 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა. საერთო ჯამში, რეალმა ამ სეზონში 18 მატჩი წააგო - ‘სამეფო კლუბს’ ამდენი მარცხი 1995/1996 წლების სეზონის შემდეგ აღარ ჰქონია. 

რეალი 0:2 ბეტისი

გოლები: 0:1 ლორენი (61), 0:2 ხესე (75)

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, ლორენტე, ვალვერდე (69. ისკო) - ბრაჰიმ დიასი (60. ასენსიო), ბენზემა (76. ვასკესი), ვინისიუს ჟუნიორი.

ბეტისი (3-5-2): პაუ ლოპესი - მანდი, ფედალი, ბარტრა - ფრანსისი, კაპტოუმი (68. ხესე), ვილიამ კარვალიო (91. სიდნეი), გუარდადო, ჟუნიორი - ლო სელსო, ლორენი.

კომენტარები

ბოლო ამბები