Thumbnail

'ეს რისთვის დავიმსახურე?' - გვარდიოლა ჟურნალისტს გაუბრაზდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გვარდიოლა კითხვით შეურაცხყოფილი დარჩა
  • ესპანელს ჟურნალისტმა დამატებითი შემოსავლების შესახებ ჰკითხა...

უოტფორდთან მოგებული ასოციაციის თასის ფინალის შემდეგ პეპ გვარდიოლას პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამატებითი შემოსავლების შესახებ ჰკითხა.

ადრე იყო საუბარი იმის შესახებ, რომ რობერტო მანჩინის არაბი ინვესტორები დამატებით პრემიალურ ხელფასს 'გარე გზებით' უხდიდნენ.

ამის შესახებ კითხვამ გვარდიოლა განარისხა "თქვენ თვლით, რომ მე ეს კითხვა დავიმსახურე?" - ამბობს ესპანელი. "რობერტოს (მანჩინი) შემთხვევაში არ ვიცი რა მოხდა, არც მაინტერესებს..."

"იმაში მადანაშაულებთ, რომ მე ვინმე რამეს ცალკე მიხდის? ამაში ბრალს მდებთ?" - ჟურნალისტის პასუხმა, რომ ეს უბრალოდ კითხვა იყო გვარდიოლას ხასიათი ვერ გამოუსწორა.

კომენტარები

ბოლო ამბები