Thumbnail

გადაწყვეტილია: საჯარიმოების მეფე ჟუნინიო ლიონში ბრუნდება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჟუნინიო პერნამბუკანო ლიონის სპორტულ დირექტორად ინიშნება
  • გუნდის მთავარი მწვრთნელიც ბრაზილიელი იქნება

საჯარიმოების მეფე ჟუნინიო ლიონში ბრუნდება! ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 44 წლის ბრაზილიელი ლიონის ახალი სპორტული დირექტორი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ლიონის ახალი მთავარი მწვრთნელიც ბრაზილიელია - სილვინიო, რომელიც თავის დროზე ბარსელონაშიც თამაშობდა, ბოლოს კი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ტექნიკის მწვრთნელი გახლდათ. სწორედ ის შეცვლის ბრუნო ჟენესიოს, რომელსაც ლიონში კონტრაქტი არ გაუგრძელეს.

ჟუნინიო პერნამბუკანო ლიონში 2000-დან 2009 წლამდე თამაშობდა და ფრანგული კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ბრაზილიელი ლიონთან ერთად 7-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და 248 მატჩში 75 გოლი გაიტანა. 

შეგახსენებთ, რომ ლიონმა შაბათს, კაენთან მოგებით (4:0) საფრანგეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი ექნება.

წაიკითხე | 10 ფეხბურთელი, ვისაც მესიზე მეტი ჯარიმა აქვს გატანილი

 

კომენტარები

ბოლო ამბები