Thumbnail

11-წლიანი ეპოქის დასასრული - კომპანი სიტის ტოვებს და ანდერლეხტში ბრუნდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მანჩესტერ სიტიში ვენსან კომპანის ერა მთავრდება
  • კაპიტანმა ფეისბუქზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა
  • ბელგიელი ანდერლეხტის მოთამაშე მწვრთნელად ინიშნება

UPDATE: მანჩესტერ სიტის კაპიტანმა ვენსან კომპანიმ გადაწყვიტა, რომ ინგლისის ჩემპიონთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბელგიელი მცველი სიტის ტოვებს. ასოაციაციის თასის ფინალში, უოტფორდთან 6:0 გამარჯვების შემდეგ, 33 წლის კომპანიმ ფეისბუქზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო.

“ეს დღე უთვალავჯერ მქონდა წარმოდგენილი, ახლა კი, როცა ეს მომენტი დადგა, დაუჯერებლად ჟღერს,” - წერს ბელგიელი თავისი წერილის პირველ ნაწილში, - “მანჩესტერ სიტიმ ყველაფერი მომცა. მე კი ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება მეტი დამებრუნებინა.”

An Open Letter to the fans. PART 1 of 2 Dear all, Community Shield Winners! Back 2 back League Cup Winners! Back 2...

Posted by Vincent Kompany on კვირა, 19 მაისი, 2019

ორის საათის შემდეგ, კომპანიმ წერილის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც სამომავლო გეგმების შესახებ დაწერა. ბელგიელი ანდერლეხტის მოთამაშე მწვრთნელად ინიშნება!

"მომდევნო 3 წლის განმავლობაში ანდერლეხტის მოთამაშე მწვრთნელი ვიქნები. შესაძლოა, ეს გაგიკვირდეთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი ყველაზე რაციონალური და გონივრული გადაწყვეტილებაა. როგორც ფეხბურთელი, მე სწორედ ანდერლეხტში დავიბადე და გავიზარდე. 6 წლიდან ამ კლუბის წევრი ვიყავი," - წერს კომპანი.

An Open Letter to the fans. Part 2 of 2 And yet I choose to rebel against what an end wants to be. I choose to be...

Posted by Vincent Kompany on კვირა, 19 მაისი, 2019

მიუხედავად ხშირი ტრავმებისა, კომპანის მანჩესტერ სიტის ბოლოდროინდელ წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის. წელს, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ჩემპიონობა სწორედ მისი ბრწყინვალე გოლით გაიფორმა. საერთო ჯამში, კომპანი სიტისთან ერთად 4-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ამ სეზონში სიტიმ პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი - მოიგო რა პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ლიგის თასი. ერთადერთი, რაც კომპანიმ სიტიში ვერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა...

კომენტარები

ბოლო ამბები