Thumbnail
  • ვიტორიაში ევროლიგის ოთხთა ფინალი მიმდინარეობს
  • გოგა ბითაძეს სეზონის ამომავალი ვარსკვლავის პრიზი გადასცეს 

19 მაისს ვიტორიაში ევროლიგის ოთხთა ფინალის გადამწყვეტ მატჩში მოსკოვის ცსკა თურქულ ეფესს დაუპირისპირდება. ნახევარფინალური მატჩები პარასკევს ჩატარდა, ხოლო შაბათს ევროლიგის გალა-დაჯილდოება ჩატარდა. 

ევროლიგის სეზონის გამორჩეულთა დაჯილდოებაზე პრიზი მიიღო ევროლიგის სეზონის ამომავალმა ვარსკვლავმა გოგა ბითაძემ. შეგახსენებთ, რომ შარშან ეს პრიზი ლუკა დონჩიჩმა მიიღო, წელს კი ევროლიგის მწვრთნელებმა ყველას გოგა არჩიეს. პრიზი გოგამ თავად დუშან ივკოვიჩისგან მიიღო. 

"ყველას დიდი მადლობა ამ პრიზისთვის. მინდა ყველა ახალგაზრდა კალათბურთელს ვუთხრა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მე არ ველოდი, რომ ამ პრიზის მფლობელი გავხდებოდი. ის კი არა, არც ევროლიგაში თამაშს ველოდი. არადა, ეს ყველაფერი მოხდა - ასე რომ, ყველაფერი მართლა შესაძლებელია", - განაცხადა ბითაძემ. 

მთავარი პრიზი, სეზონის MVP - იან ვესელიმ მიიღო. 29 წლის ვესელი პირველი ჩეხია, რომელმაც ეს პრიზი მიიღო.  

იან ვესელი

კომენტარები

ბოლო ამბები