Thumbnail

ლობჟანიძის ფანტასტიკური გოლი - ქართველი ფინალისკენ მიიწევს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რანდერსი 2:1 ორჰუსი
  • ქართველი ფეხბურთელის გუნდი საპასუხო მატჩს 26 მაისს გამართავს

საბა ლობჟანიძის რანდერსი ევროპალიგაზე მოსახვედრად იბრძვის. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ევროპალიგის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ორჰუსს 2:1 მოუგო. სტუმრები სწრაფად დაწინაურდნენ, თუმცა ლობჟანიძემ მე-15 წუთზე გაათანაბრა და მისმა გუნდმა საბოლოოდ მატჩის მოგებაც შეძლო. ლობჟანიძისთვის ეს სეზონის მე-8 გოლი იყო.

საპასუხო მატჩი ამ გუნდებს შორის 26 მაისს გაიმართება. გამარჯვებული გუნდი საჩემპიონო პლეი ოფში მე-4 ადგილზე გასულ კლუბს შეხვდება და ორმატჩიან დუელში გამარჯვებულს გამოავლენს.

კომენტარები

ბოლო ამბები