Thumbnail

ნაცუ ბაშო | ტოჩინოშინის პირველი წაგება - ლევან გორგაძე შოტა ენდოსთან დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნაცუ ბაშოზე მე-8 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინმა ენდოსთან წააგო
  • ლევან გორგაძისთვის ეს ამ ბაშოზე პირველი მარცხია

ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" ნაკაბის დღე იყო - ანუ ზაფხულის (ნაცუ) ბაშომ ეკვატორი გადალახა. დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-2 მაეგაშირა შოტა ენდოს დაუპირისპირდა და, სამწუხაროდ, უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. ქართველისთვის ეს ნაცუ ბაშოზე პირველი წაგებაა - ტოჩინოშიმს 7 მოგება და 1 მარცხი აქვს.

ნაცუ ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იქნება. ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე ოძეკის დაკარგული ტიტულისთვის იბრძვის ამისთვის მან 15-დან 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

შეგახსენებთ, რომ ჯურიოს დივიზიონში გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მეტოქე აქამდე დაუმარცხებელი ტაკაგენჯი იყო, რომელმაც წაუგებელი სერია გააგრძელა და ქართველს იორიკირით მოუგო.

მიუხედავად მარცხის, ტოჩინოშინი ბაშოს თანალიდერია. ქართველი სუმოისტი ასანოიამასთან და კაკურიუსთან ერთად ლიდერობს ბაშოს. კაკურიუ ტამავაშისთან იორიკირით დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები