Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი 6:0 უოტფორდი
  • სიტი პირველი გუნდია, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა ინგლისში 

"უემბლიზე" ასოციაციის თასის ფინალში ბრძოლა არ ყოფილა - პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ 6:0 გაანადგურა უოტფორდი და ტროფეის დაეუფლა. 

რაჰიმ სტერლინგმა ჰეთ თრიკი შეასრულა, თიო გოლი კი დავიდ სილვამ, კევინ დე ბრუინემ და გაბრიელ ჟეზუშმა გაიტანეს.

ეს პეპ გვარდიოლას მე-6 ტიტულია ინგლისში. პეპის გუნდმა უნიკალური რამ შეძლო - ტრიპლეტი შეასრულა: მოიგო პრემიერლიგა, ლიგის თასი და ახლა უკვე ასოციაციის თასიც. 

📺 1:0

📺 2:0

📺 3:0

📺 4:0 

📺 5:0

📺 6:0

მანჩესტერ სიტი 6:0 უოტფორდი

გოლები: 1:0 დავიდ სილვა (26), 2:0 სტერლინგი (38), 3:0 დე ბრუინე (61), 4:0 გაბრიელ ჟეზუში (68), 5:0  სტერლინგი (81), 6:0 სტერლინგი (87)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, კომპანი, ლაპორტი, ზინჩენკო - ბერნარდო სილვა, გიუნდოგანი (73. სანე), დავიდ სილვა (79. სტოუნსი) - მაჰრეზი (55. დე ბრუინე), გაბრიელ ჟეზუში, სტერლინგი

უოტფორდი (4-2-2-2): გომეში - კიკო, მარიაპა, კეზკარტი, ოლებასი - კაპუე, დუკურე - ჰიუზი (73. კლევერლი), პერეირა (66. საქსესი) - დეულოფეუ (66. გრეი), დინი  

კომენტარები

ბოლო ამბები