Thumbnail
  • ბაიერნი 5:1 აინტრახტი
  • რობენი, რიბერი და რაფინია ბუნდესლიგაში ბაიერნს დაემშვიდობნენ

ბუნდესლიგის ბოლო ტურში ნიკო კოვაჩის ბაიერნმა აინტრახტს უმასპინძლა, 5:1 გაანადგურა და ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა. 

ანგარიშის მიუხედავად, "ალიანც არენაზე" ბრძოლა ნამდვილად იყო, რადგან მე-4 წუთზე კომანის გატანილს, ჰალერმა 50-ე წუთზე უპასუხა. 

რობენის, რაფინიასა და რიბერის გაცილება

თუმცა მასპინძლები მალევე გავიდნენ წინ, ეს დავიდ ალაბამ მოახერხა. სანშეშის, რიბერისა, რობენის გოლების წყალობით კი დიდი ანგარიში დაფიქსირდა. 

ბაიერნმა ჩემპიონატი 78 ქულით მოიგო, დორტმუნდი მას 2 ქულით ჩამორჩა. ჩემპიონთა ლიგის საგზურები ასევე ლაიპციგმა (66 ქულა) და ლევერკუზენმა (58) მოიპოვეს.  

ფრანკ რიბერიმ ბუნდესლიგის ბოლო მატჩში გოლი გაიტანა

ამ თამაშით ბაიერნს სამი ვარსკვლავი დაემშვიდობა ბუნდესლიგაში: არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და რაფინია. განსაკუთრებით დიდი წვლილი ბაიერნის ბოლო წარმატებებში ჰოლანდიელსა და ფრანგს მიუძღვით, მათ ჯამში 729 მატჩში ბაიერნის მაისურით 268 გოლი გაიტანეს.

რობენი და რაფინია ემოციებს ძლივს იკავებდნენ, რიბერიმ კი ვერ გაძლო და ატირდა. 

საინტერესო ფაქტები

ლევანდოვსკი 22 გოლით ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა

⚽ ბაიერნმა ბუნდესლიგის ჩემპიონობა ზედიზედ მე-7-ედ, სულ კი 28-ედ მოიპოვა.

⚽ რობერტ ლევანდოვსკი ზედიზედ მეორედ გახდა ბუნდესლიგის ბომბარდირი, ამჯერად, 22 გოლით.

⚽ არიენ რობენმა ბუნდესლიგაში ბოლო მატჩი ითამაშა. სულ 201 თამაში - 99 გოლი.

⚽ ფრანკ რიბერიმ სარეკორდო, მე-9 ტიტული მოიგო.

⚽ ბაიერნი თასის ფინალში ლაიპციგს ხვდება. ეს მატჩი 25 მაისს გაიმართება. 

ბაიერნი 5:1 აინტრახტი

გოლები: 1:0 კომანი (4), 1:1 ჰალერი (50), 2:1 ალაბა (53), 3:1 სანშეში (58), 4:1 რიბერი (72), 5:1 რობენი (78)

ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - გორეტცკა (37. სანშეში), ტიაგო ალკანტარა - კომანი (61. რიბერი), მიულერი, გნაბრი (67. რობენი) - ლევანდოვსკი

სხვა მატჩები

გლადბახი 0:2 დორტმუნდი
დიუსელდორფი 2:1 ჰანოვერი
ფრაიბურგი 5:1 ნიურნბერგი
ჰერტა 1:5 ლევერკუზენი
მაინცი 4:2 ჰოფენჰაიმი
შალკე 0:0 შტუტგარტი
ვერდერი 2:1 ლაიპციგი
ვოლფსბურგი 8:1 აუგსბურგი

კომენტარები

ბოლო ამბები